მოხალისე მოსწავლეები დღეს ეკოკლუბის მონაწილეებს შეხვდნენ და შესთავაზეს მათ ერთად დაემზადებინათ პროდუქტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის,მათ შესთავაზეს რომ მეორადი კარდონის გამოყენებით დაემზადებინათ რესურსი რიცხვებზე და ფერებზე.
მოხალისე მოსწავლეთა ინიციატივით გამოცხადდა კომიქსების კონკურსი, თემაზე- წიგნის საჯაროდ კითხვის დღე. მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსები, მათ გადაეცათ სერთიფიკატები,ხოლო გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცა სსიპ ქალაქ თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტი-" შენი ჯადოსნურო ყუთი, შექმენი და გაანათე"
მოხალისე მოსწავლეებმა თავიანთი შექმნილი პროდუქტი პატარებს შესთავაზეს და ერთად მოათავსეს შუქდიოდები ნამუშევრებზე და აანთეს. აქტივობის დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:დამოუკიდებლად შექმნას ელექტრული წრედი. გაარჩიოს ელ. დენის გამტარი და იზოლატორი ნივთიერებები ერთმანეთისგან. დაკვირვების საფუძველზე გაარჩიოს რა განსხვავებაა მიმდევრობით და პარალელურ შეერთებებს შორის.
აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეში შემდეგი უნარების განვითარებას:
* კვლევითი
* კრეატიულობა
* კრიტიკული აზროვნება
* შემოქმედებითობა
15 თებერვალს, მოხალისე მოსწავლემ-მარიამ მჭედლიძემ პატარებს ჩაუტარა გაკვეთილი მდგრადი განვითარების მიზნებზე.ესაუბრა მათ მის მნიშვნელობაზე.ბავშვებს დაურიგდათ პაზლების ნაწილები, რომელთა აწყობისასაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ პაზლს მარტო ვერ ააწყობდნენ და ასევე მარტონი ვერ გადაჭრიდნენ პაზლებზე ასახულ პრობლემებს, რომლებიც ძირითადად გარემოს დაბინძურებას ეხებოდა. გაკვეთილმა შეაჯამა ბავშვების ცოდნა მდგრადი განვითარების შესახებ, რომელიც წინა გაკვეთილებზე მიიღეს.,
22 თებერვალს მოხალისე ლიდერმა მოსწავლემ-მარიამ მჭედლიძემ პატარა ეკოკლუბელბს ჩაუტარა გაკვეთილი თემაზე ხის ნაირსახეობა". გაკვეთილი ეხებოდა ხეებსა და მათ მრავალფეროვნებას. თავდაპირველად ბავშვებმა მათთვის ცნობილი ხეები დაასახელეს, შემდეგ ერთ-ერთი მათგანი აირჩიეს, კითხვების მიხედვით დაახასიათეს და საბოლოოდ მთელი კლასი ცდილობდა თითოეული ბავშვის ნამუშევრის მიხედვით ხის ამოცნობას.
მოხალისე მოსწავლე მარიამ მჭედლიძემ ამჯერად მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარა სიცოცხლისთვის აუცილებელ ნივთიერებაზე - წყალზე. ბავშვებმა გაიგეს ახალი ფაქტები და უკვე ნასწავლი, მეგობრებს გაუზიარეს, გაარჩიეს მითები რეალური ინფორმაციისგან და ითამაშეს სიტყვების ასოციაციის თამაში.
პროექტი- "მოხალისეები და პატარა გარემოს დამცველები"
1.მოხალისე მოსწავლეებმა პატარებს გააცნეს ბუნებრივ რესურსები,ისაუბრეს განახლებად და არაგანახლებად რესურსებზე.
2. 11 ნოემბერს აღინიშნება ენერგიის დაზოგვის საერთაშორისო დღე, მოხალისე მოსწავლეთა ინიციატივით საბაზო საფეხურზე გამოცხადდა სოციალური რეკლამის კონკურსი სათაურით "დავზოგოთ ენერგია" , კონკურსის მონაწილეებს უნდა გადმოეგზავნათ სოციალური რეკლამა ინგლისურ ენაზე და აღეწერათ ის გზები , რაც ხელს შეუწყობდა ენერგიის დაზოგვას. მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო და სასარგებლო ვიდეოები აღნიშნულ თემაზე. მოხალისე მოსწავლეებისგან შემდგარი ჟიური ხელმძღვანელობდა სპეციალურად შემუშავებული შეფასების კრიტერიუმებით, ყველა მონაწილე მოსწავლეს გადაეცა სერთიფიკატები, ხოლო გამოვლენილი სამი გამარჯვებული ვიდეოს ავტორს გადაეცათ წარმატებული მონაწილის სერთიფიკატები, ექსპერიმენტორიუმის ბილეთები და წიგნები.
3. 2023 წლის 18 იანვარს მე_4 კლასში მოხალისე მოსწავლემ-შორენა ბარბაქაძემ ჩაატარე გაკვეთილი სახელწოდებით ,,გლობალური პრობლემები”. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, ეკოლოგიური პრობლემების ინდენტიფიკაცია, პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობა, ახალი ლექსიკის, ტერმინოლოგიის შესწავლა, მსჯელობის და ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარება
4. 2023 წლის 25 იანვარს მოხალისე მოსწავლეთა ინიციატივით გადავწყვიტეთ პატარებისთვის გვესწვლებინა თუ როგორ უნდა დაუმზადონ ურბანული ფრინველების (ბეღურები, შაშვები და სხვა) საკვებური. რაც თავისთავად კარგია და მრავალ უნარს და დადებიტ განწყობას უქმნის მოსწავლეებს.მათ გაითვალისწინეს რომ მათთვის პურის ნამცეცების მიცემა არ შეიძლება,რადგან ზოგადად მათვის გადამუშავებული ცომი არ არის სასარგებლო და ხშირად სასაზე ეკრობათ, ვერ ყლაპავენ და მერე იხოცებიან. ამიტომ, ყველაზე კარგი საჭმელი ჩიტებისთვის არის ხორბალი.მოსწავლეებმა მეორეული ბოთლებისგან დაუმზადეს ურბანულ ფრინველებს საკვებური. ხორბალი და სპეციალური საკვები ჩაუყარეს საკვებურებში და ცამოკიდეს სკოლის ტერიტორიაზე არსებულ ხეებზე. ახლა კი მოუთმენკად ელიან როდის მიფრინდებიან ფრინველები და მიირტმევენ საკვებს,რომ შემდეგ ისევ შეუვსონ ეს საკვებურები. სიყვარულით და სიხარულით გაკეთებული საქმე ზრდის მათ მოტივაციას და დადებით დამოკიდებულებას.
5. მოხალისე მოსწავლეთა ინიციატივით მიმდინაეობს მზადება საერთაშორისო ოლიმპიადა-Besafenet -ში მონაწილეობის მისაღებად, მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ მასალაზე,რომელიც 5 სტიქიას შეეხება-მიწისძვრები, მეწყერი, რადიოაქტირი ნივთიერებები, ცუნამი, ვულკანები.ოლიმპიადა გაიმართება 10 მარტს და მონაწილეები ონლაინ ჩერთვებიან შეჯიბრში. მონაწილე მოსწავლეები დიდი მოტივაციით და სიბეჯითით გამოირჩევიან. კითხულობენ,სწავლობენ და იაზრებენ მასალას,ხოლო შემდეგ მოხალისეობრივ გაკვეთილებს ატარებენ პატარებთან და უზიარებენ ცოდნას.მადლობა და წარმატებები მათ.
6. მოხალისე მოსწავლეებმა-კესო გოგობერიშვილმა და სალომე მოსიაშვილმა მეოეხე კლასში ჩაატარეს გაკვეთილე მიწისძვრებზე და პატარებს ესაუბრნენ შემდეგი თემების შესახებ:
•რა არის მიწისძვრა?
•რით ხასიათდება მიწირძვრები?
•მიწისძვრის ტიპები წარმოშობის მიხედვით
•ტექტონიკური ფილების მოძრაობა
•მიწისძვრის შედეგები
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს.
პატარების ცოდნა გაიზარდა ამ კუთხით,განათლება_ მთავარი იარაღია ზარალის შესამცირებლად
7.მოხალისე მოსწავლეებმა ჩვენი სკოლის მინი კომპანიის "ჯეოქარდის" შექმნილი პროდუქტი პატარებს შესთავაზეს და ერთად მოათავსეს შუქდიოდები ნამუშევრებზე და აანთეს. აქტივობის დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია:დამოუკიდებლად შექმნას ელექტრული წრედი. გაარჩიოს ელ. დენის გამტარი და იზოლატორი ნივთიერებები ერთმანეთისგან. დაკვირვების საფუძველზე გაარჩიოს რა განსხვავებაა მიმდევრობით და პარალელურ შეერთებებს შორის.
აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეში შემდეგი უნარების განვითარებას:
* კვლევითი
* კრეატიულობა
* კრიტიკული აზროვნება
* შემოქმედებითობა
https://www.facebook.com/100088243693292/videos/721430199466311/
8.წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ჩემი და პროექტ-"მოხალისე მოსწავლეების" ინიციატივით გამოვაცხადეთ კომიქსების კონკურსი საბაზო საფეხურზე,მონაწილეებს გადავეცით სერთიფიკატები,ხოლო გამარჯვებულ მოსწავლეს,რომელიც მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურმა სპეციალურად შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა,გადავეცით მოსწავლეებს სერთიფიკატები,ხოლო გამარჯვებულ მოსწავლეს სსიპ ქალაქ თბილისის 142-ს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კომპანიის მიერ შექმნილი შემეცნებით-სახალისო პროდუქტი-"შენი ჯადოსნური ყუთი-შექმენი და გაანათე".
მოხალისე მოსწავლეებმა დაამზადეს ორენოვანი პოსტერი,-"როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს?" და გამოაკრეს სკოლის დეერეფანში თვალსაჩინო ადგილას.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment