პროექტი-"ფინანსური უსაფრთხოება და თაღლითები"
1. პროექტის მოკლე აღწერა: ფინანსების უსაფრთხოება და ფინანსების თაღლითებისაგან დაცვა არის თანამედროვე ციფრული სამყაროს გამოწვევა. მედიაწიგნირება ეხმარება ადამიანს მოახერხოს მასზე კონტროლი თვითონ და არა პირიქით. ამ თემაზე მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროექტი სახელწოდებით“ ფინანსური უსაფრთხოება და თაღლითები“ დაიგეგმა და განხორციელდა სსიპ ქ. თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში. პროექტი მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს მეცხრე კლასის მოსწავლეებმა. მოსწავლეებთან ერთად გამოვკვეთე ერთერთი პრიორიტეტული თემა ეროვნული სასწავლო გეგმიდან. ფინანსური უსაფრთხოება. გამოიკვეთა მასთან დაკავშირებული საკითხები: ფიშინგი, ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობა, ფინანსური პირამიდა, მავნე პროგრამები, თაღლითობა ყალბი ფულის გამოყენებით, კერძო გარიგებებთან დაკავშირებული თაღლითობები. რჩევები ფინანსური უსაფრთხოებისათვის, რჩევები კიბერ უსაფრთხოებისათვის.
სამიზნე ცნებები: მედიწიგნიერების დონის ამაღლება. კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება. ყალბის და რეალურის ერთმანეთისგან გარჩევის უნარების განვითარება. ფინანსური პირამიდის შესწავლა, ფიშინგის საფრთხეების გააზრება, ფინანსური და კიბერ უსაფრთხოების წესების ჩამოყალიბება. დებატების კონკურსისთვის მომზადება, თანამშრომლობითი და კომუნიკაციის უნარების განვითარება.
მოსალოდნელი შედეგები: ინფორმაციის გაფილტვრა, კრიტიკული შეფასება, ანალიზი.თანამშრომლობითი და კომუნიკაციის უნარები განვითარდა. უნარების განვითარდა. კალენდრის გაკეთება. ბუკლეტების შექმნა. დებატების კონკურსის მოწყობა. ფინანსური საფრთხეების გააზრება, ვიდეორგოლის შექმნა, სპექტაკლის ინსცენირება როლური თამაში, ბანკის წარმომადგენლის მიერ დეტალურად ახსნა ფინანსების დაცვაზე თაღლითებისგან. მოსწავლეთა ჩართულობა გაიზარდა და მათი ცოდნა და დამოკიდებულება ფინანსების იმართ შეიცვალა. მოსწავლეებმა სექმნეს კალენდარი, ბუკლეტი და გაავრცელეს. გამართეს დებატები.
აქტივობა 1. ქეისის წარდგენა, გონებრივი იერიში-რა არის ფინანსური უსაფრთხოება და როგორ დავიცვათ ფინანსები თაღლითებისგან.
ქეისი:ფინანსური მომსახურების მრავალფეროვნების ზრდასთან ერთად მომხმარებლებს უფრო მარტივად მიუწვდებათ ხელი ფინანსურ რესურსებზე, უფრო მარტივად განკარგავენ საკუთარ ფულად რესურსებს. მეორე მხრივ, ფინანსურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდამ, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ფინანსური თაღლითობის ახალი რისკებიც წარმოშვა. თუ გარეშე პირებს თქვენს პირად მონაცემებზე წვდომის საშუალება ექნებათ, იზრდება რისკები, რომ ამ ინფორმაციას თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ. მაგალითად, თქვენი ბარათის მონაცემებით მიითვისებენ თქვენს კუთვნილ ფულად რესურსს. პირად მონაცემებზე წვდომისთვის კი ზოგჯერ საკმარისია ბარათის უყურადღებოდ დატოვება, მისი სხვა პირისთვის გადაცემა და სხვა. რას მოიმოქმედებდით ამ პრობლემის გადასაჭრელად?
2. აქტივობა 2;
საქართველოს ბანკის წარმომადგენლი ქალბატონი მეგი ღლონტი მოსწავლეებს ესაუბრა ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და სხვადასხვა თაღლითური სქემების არსებობაზე.მადლობა მას თანამშრომლობისთვის.
პირველი ჯგუფი: კალენდრის გაკეთება.
https://www.canva.com/design/DAFwwZUs6Tk/2ms6W7kpHkE0n-Pz2b51TA/edit
მეორე ჯგუფი: ბუკლეტების დამზადება.
https://www.canva.com/design/DAFwwa-5p1g/aroPMdpo1-zR2-yrERaaCw/edit
მესამე ჯგუფი: მინი-სპექტაკლი.
მეოთხე ჯგუფი: როლური თამაში
ვიდეორგოლის გადაღება- სათაურით „ რა გზებით შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტი და მომსახურება“ ნაშრომი უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს: შესყიდვის არხები, სავაჭრო ობიექტზე ყიდვის დადებიტი მხარეები, სავაჭრო ობიექტზე ყიდვის ნაკლოვანებები, დისტანციური შესყიდვის დადებითი მხარეები, დისტანციური შესყიდვის ნაკლოვანებები, რჩევები გონივრული შესყიდვისთვის.
სააფთიაქო ქსელი "ფარმადეპო" დაგვთანხმდა,რომ იქნებოდა ჩვენი დონორი და დებატების კონკურსზე მოსწავლეებს დააჯიდოვებდა სასაჩუქრე ნაკრებებით. მათი წერილი.
მასწავლებლის პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოების წინაშე.
პროექტის შეჯამება და დებატების კონკურსი:
მოსწავლეების პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოების წინაშე.
კონკურსის შესახებ გამოქვეყნდა სკოლის სოციალურ ქსელში.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment