დებატების კლუბი

წარმატებით გავიარე "საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის" მიერ გამოცხადებული კონკურსი დებატების კლუბის ხელმძღვანელის პოზიციაზე. გავიარე ტრენინგი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში.
წარმატებულად ჩატარდა კლუბის სუპერვიზირება.
წარმატებულად დასრულდა პროექტის "საგანმანათლებლო დებატკლუბები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები ექსპერტებთან შეხვედრები ჩატარდა როგორც რეგიონულ წარმომადგენლებთან შესაბამის კლუბებში, ასევე თბილისში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.
წარმატებულად ჩატარდა მასშტაბური ეროვნული ტურნირის შესარჩევი რაუნდები თბილისის დებატკლუბების მოსწავლეების აქტიური ჩართულობით.
პროექტის "სკოლების გაძლიერების ინიციტავის" ფარგლებში წარმატებულად ჩატარდა მასწავლებელთა საჯარო დებატი და დაჯილდოების ცერემონიალი. პროექტი ხორციელდება საზოგადოებრივ ალიანსთან 'მასწავლებლებისთვის' პარტნიორობითა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში, გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით. ინიციატივა განხორციელდა პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ და ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

No comments:

Post a Comment