ეკოკლუბი-"Green Future"

1. 20 ოქტომბერს შედგა პირველი შეხვედრა ეკოკლუბის წევრებთან. ეკოკლუბში გაერთიენდნენ 142-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. დღის წესრიგში იდგა კლუბის სახელისა და ემბლემის მოფიქრება. მოსწავლეებმა დასახელებული რამდენიმე ვარიანტიდან შეარჩიეს კლუბის სახელი. ასევე გულმოდგინედ იმუშავეს ემბლემის თემაზე, შექმნეს სხვადასხვა ნახატი. საერთო გადაწყვეტილებით შეირჩა ერთ-ერთი, რომელიც დაიხვეწება და დაიმკვიდრებს ადგილს კლუბის საქმიანობაში. იმედი გვაქვს, კლუბის შემდგომი საქმიანობები იქნება სახალისო და მრავალფეროვანი
2.11.11.2022წ. ეკოკლუბის მონაწილეებმა ჩვენი სკოლის ლამაზ ეზოს შემატეს ახალი ნარგავები. მათ კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია მწვანე საფარის სიჭარბე როგორც ესთეტიკური კუთხით, ისე ჩვენი ჯანმრთელობისთვის
3.22 ნოემბერს ეკო-კლუბის წევრებმა მოამზადეს პრეზენტაციები მდგრადი განვითარების 17 მიზანზე.ისაუბრეს, რა მიზნით და რა მიზეზით შეიქმნა ეს მიზნები. გააცნობიერეს ამ მიზნების მნიშვნელობა, რომ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა იზრუნოს თითოეული მიზნის შესრულებაზე, ჩვენი მომავალი კეთილდღეობა და ბედნიერი ცხოვრება ამ მიზნების შესრულებაზეა დამოკიდებული. ყველას ერთად დგომა, თანამშრომლობაა საჭირო რომ შედეგზე გავიდეთ. მოსწავლეებმა იმსჯელეს გადაჭრის გზებზე, პრობლემის მოგვარების სხვადასხვა საშუალებებზე. დასახეს გეგმები პრობლემების მოსაგვარებლად. მათ ბევრი იდეა და დიდი სურვილი აქვთ მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად.მათი ინიციატივით კიდევ ბევრი კარგი რამ გაკეთდება, მჯერა ეს ენთუზიაზმი და მონდომება გადამდები მუხტი იქნება და ბევრს ავიყოლიებენ სასიკეთო საქმის შესასრულებლად. წარმატებებს ვუსურვებ პატარა "გარემოსდამცველ ელჩებს" ამ ფრიად საპასუხისმგელო საქმეში.
4.29 ნოემბერს, „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ ინიციატივით, მოეწყო შეხვედრა საქართველოს სკოლების ეკოკლუბის წარმომადგენლებთან. შერჩეულ გუნდებს უნდა წარედგინათ პრეზენტაციები ჩატარებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. 142-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა - „Green future” - ღირსეულად გაართვეს თავი მისიას და დაიმსახურეს უდიდესი მოწონება. 💚 მივიღეთ პროფესიონალების რჩევები და ჩვენს გვერდით დგომის პირობა მომავალში განხორციელებულ აქტივობებში. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პატარა გარემოსდამცველებს.
5.ეკოკლუბის "Green future"-ს მონაწილეები ჩაერთვნენ აქციაში: "შევძინოთ ახალი სიცოცხლე ძველ ნივთებს". მოდის ახალი წელი და მათი იდეაა, ძველი, გამოუსადეგარი წიგნების გამოყენებით "ეკონაძვისხის" შექმნა. პირველ ეტაპზე სკოლის მასშტაბით ჩაატარეს თანატოლებში საინფორმაციო კამპანია და მოუწოდეს ძველი წიგნების ჩაბარებისკენ. შედეგი სახეზეა. ჩვენი ეკოკლუბელები დიდი მონდომებით შეუდგნენ მუშაობას. წარმატებები მათ ყველა სასიკეთო და საინტერესო საქმიანობაში
6.26 დეკემბრს არის ქართველი მეცნიერის, მწერალის და ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის, გარემოს გამორცეული დამცველი და ბუნების დიდი გულშემატკივარის ნიკო კეცხოველის დაბადების დღე. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ეკოკლუბის მონაწილეებმა დაგეგმეს ვიზიტი ბოტანიკურბ ბაღში. მოსწავლეები გაეცნენ, რომ საქართველოს ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური დაწესებულება. აქ ხარობს უამრავი მცენარე,ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექცია მთლიანად 3500 მდე სახეობას, სახესხვაობას და კულტივარს ითვლის. აქ ისეთი მცენარეების დაცვაც ხდება, რომელიც წითელ წიგნშია შეატნილი. საქართველოში უცხო ქვეყნებიდან მცენარეების შემოტანა, გამრავლება და გადარჩევა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო ძველთაგანვე ხდებოდა.ბოტანიკურ ბაღში მუშაობდა და აღიზარდა ცნობილი ქართველი მეცნიერი ნიკო კეცხოველი.საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ფუნქციონირებს 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება.მოსწავლეებმა აიმარლეს ცოდნა და ცნობიერება მცენარეების და ბოტანიკური ბაღის შესახებ,მოსწავლეებს განუვითრდათ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოსადმი.
7.26 დეკემბრს არის ქართველი მეცნიერის, მწერალის და ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის, გარემოს გამორცეული დამცველი და ბუნების დიდი გულშემატკივარის ნიკო კეცხოველის დაბადების დღე.ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეები შეიკრიბნენ და გუზიარეს ერთმანეთს მოძიებული ინფორმაცია ნიკო კეცხოველის საქმიანობის და დამსახურებების შესახებ. 1963 წლიდან იყო ბოტანიკის ინსტიტუტის რექტორი, დღეს ეს ინსტიტუტი მის სახელს ატარებს, აღსანიშნავია მისი დამსახურება ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წინაშეც.მოსწავლეებმა იმსჯელეს მისი ნაშრომის"მკერდში დაჭრილი ბუნების" შესახებ, გამოთქვეს თავიანთ ვარაუდები სათაურის შესახებ, რომ დღეს კიდევ უფრო აქტუალურია ეს საკითხი. მოსწავლეება აიმაღლეს ცოდნა და ცნობიერება, რომ ბუნებას დაცვა, მოვლა და გაფრთხილება უნდა. გამოთქვეს სურვილი და ინტერესი გამოჩინეს, რომ მომავალშიც ჩაეტარებინათ მსგავსი შეხვედრები და ესაუბრათ ამ დიდი ადამიანის დამსახურებების და საქმიანობის შესახებ.
8.ეკო კლუბის მოსწავლეთა ინიციატივით დაიგეგმა წინასაახალწლოდ ვიდეოს ჩაწერა, სახელწოდებით -"არა პიროტექნიკას", წინასაახალწლო პერიოდი ხომ გამოირჩევა ფოიერვერკის სიჭარბით,სწორედ ამიტომ გადაწყიტეს ეს გზავნილი აეტვირთათ ინტერნეტ სივრცეში. გარდა იმისა რომ ფოერვერკი ზიანს აყენებს ჩვენი პარკის მობინადრეესბს და გადამფრენ ჩიტებს, ასევე პიროტექნიკა აზიანებს ჩვენს ეკოლოგიას, რადგან გამოყენებული პიროტექნიკა არ იშლება ატმოსფეროში და მყარი ნაწილაკები ზიანს აყენებს ჩვენს გარემოს და თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობას.ვიდეოში მოსწავლეები მოუწოდებენ, რომ უარი ვთქვათ პიროტექნიკაზე. მოსწავლეთა ინიციატივას, მჯერა, ბევრი აუბამს მხარს და უარს იტყვის პიროტექნიკის გამოყენებაზე, ასე ისინი შეძლებენ მციერე წვლილის შეტანას გარემოს დაცვაში. მათი მიზანი ხომ ასე აშკარაა- გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენს პლანეტას. წარმატებები ჩვენს გარემოდამცველებს ყველა სასიკეთო საქმეში. 9.24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. დღეს მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და დემოკრატიის არსებობის უმთავრესი წინაპირობაა. ჩვენმა ეკოკლუბელებმა ამ დღის აღსანიშნავად დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ინფორმაციულ-შემეცნებითი ტიპის გაკვეთილები თემებზე: „დედამიწის ბიომრავალფეროვნება“, „მოვუფრთხილდეთ გარემოს“, „ჯანმრთელი ცხოვრების წესი და კვება“. შეხვედრებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში, ხალისიანად ჩაერთნენ აქტივობებში, გამოხატეს თავიანთი მოსაზრება თემებთან დაკავშირებით, შექმნეს ჩანახატები.
10. ხარისხიანი განათლება არის მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობა. ამჟამად მსოფლიოში 265 მილიონზე მეტი ბავშვი ვერ იღებს სასკოლო განათლებას. ამაში მოიაზრება ის ბავშვებიც კი, რომლებიც სკოლაში დადიან, მაგრამ განიცდიან საბაზისო უნარების ნაკლებობას წერა-კითხვაში. ეს კი ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. ხარისხიანი განათლების ნაკლებობის მიზეზი შესაძლებელია იყოს სათანადოდ მომზადებული მასწავლებლების ნაკლებობა, სკოლებში არსებული პირობები, სოციალური ფონი, ან სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის არ არსებობა (მაგ; მწირი კომპიუტერული ტექნიკა). 2030 წლისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნას ყველა მოსწავლის მიერ მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად ცოდნისა და უნარების შეძენა განათლების მეშვეობით. ჩვენმა ეკოკლუბელებმა სკოლის მოხალისე ბავშვებთან ერთად იმუშავეს მდგრადი განვითარების მიზნების უკეთ შესწავლაზე. მათ გადაწყვიტეს მარცვლეული კულტურების და ბურღულეულის (ბრინჯი, წიწიბურა, ხორბალი, გერკულესი) გამოყენებით შეექმნათ მდგრადი განვითარების მიზნების ამსახველი "სურათები". ბავშვებმა იმუშავეს ჯერჯერობით სამ მიზნის გარშემო. გარდა იმისა რომ კარგად გაიგეს თითოეული მიზნის დანიშნულება, ინტერესით მოეკიდნენ ამ სახალისო აქტივობას. სამომავლოდ გეგმავენ ყველა მიზნის ასეთი ფორმით ჩამოყალიბებაზე და სასკოლო გამოფენის მოწყობას.
ჩვენმა ეკოკლუბელებმა გააკეთეს პრეზენტაცია პლასტმასის გამოყენებისა და მისი მავნე ზემოქმედების შესახებ. შექმნეს პოსტერები და გააკრეს სკოლის კოლიდორში თვალსაჩინო ადგილას. ისინი დაინტერესებულ ბავშვებს უყვებოდნენ თუ რა მავნე ზემოქმედება შეიძლება გამოიწვიოს პლასტმასის ყოველდრიურად მოხმარებამ და მისმა არასწორად გადაყრამ. პლასტმასის ნარჩენები ხვდება ნაგავსაყრელებზე, მდინარებსა და ოკეანებშიც კი. მას პირდაპირი მნიშვნელობით ჭამენ ცხოველები, ფრინველები და წყლის მობინადრენი, რომლებიც ხშირად პლასტმასის მსხვერპლნიც კი ხდებიან. სხვა შემთხვევაში კი ხვდება კვებით ჯაჭვში და აზიანებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე ბუნებრივ ეკოსისტემებსაც. ხდება შემთხვევები როდესაც გადაყრილ პლასტმას წვავენ, რის შედეგადაც გარემოში გაიფრქვევა ტოქსიკური ნივთიერებები და ბინძურდება გარემო🐶🐈🐳🐟🌳🌴
ეკოკლუბის ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ულამაზესი მისალოცი ბარათები, რომელიც ეძღვნებოდა დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებს და პირველ მარტს სკოლაში გამართეს გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხით იგეგმება სკოლის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დარგვა 🌲🌳🌴🎍
ეკოკლუბმა - ,, მწვანე მომავალი” მონაწილეობა მიიღო ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში. განხორციელდა ბევრი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა . მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროცესში, ჩავრთეთ-სკოლა, მოსწავლეები, მშობლები. გაუმჯობესდა თანამშრომლობითი ურთიერთობა💗 📣ჩვენ ნახევარფინალისტები გავხდით და გადმოგვეცა საჩუქრები💗 🎊 ✅გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ პროექტის მონაწილე მოსწავლეებს, რომ არა მათი ჩართულობა, აქტიურობა, კლუბი ასეთ წარმატებას ვერ მიღწევდა. ✅მადლობა ხელმძღვანელებს - CENN ✅საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო; ✅საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო; ✅ საქართველოს პარლამენტი. დიდი მადლობა კონკურსის კოორდინატორს Vano Gioshvili o Gioshvili , რომელიც მუდმივად მზად იყო რჩევებისა და დახმარებისთვის

No comments:

Post a Comment